მუშაობის დასაწყებად საჭიროა ფლობდეთ სატვირთო ავტომობილს, გქონდეთ მობილური და დარეგისტრირდეთ RedCap-ის აპლიკაციაში. ოპერატორი გადაამოწმებს თქვენს მონაცემებს და ვერიფიკაციის გავლის შემდეგ თქვენ მზად ხართ მიიღოთ შეკვეთები
ეს თქვენზეა დამოკიდებული. რეგისტრაციის დროს არის კითხვა "შეგიძლია ფიზიკური მუშაობა?" და თუ ამ კითხვაზე "არა"-ს მონიშნავთ, მაშინ თქვენ მიიღებთ მხოლოდ ისეთ შეკვეთებს, სადაც მომხმარებელს არ აქვს მოთხოვნა დახმარებაზე. რაც ბუნებრივია, ამცირებს შეკვეთების რაოდენობას და შესაბამისად - შემოსავალს
აუცილებელი არაა, მაგრამ მძღოლებს, რომლებსაც არ ჰყავთ დამხმარე - შეეძლებათ მიიღონ მხოლოდ ისეთი შეკვეთები, სადაც მომხმარებელმა მიუთითა რომ არ ჭირდება დამხმარე ან ჭირდება მხოლოდ 1 დამხმარე (თავად მძღოლი). რაც ამცირებს პოტენციური შეკვეთების რაოდენობას და შესაბამისად - შემოსავალს
სამუშაო საათებს წყვეტთ თავად. აპლიკაციიდან გაქვთ საშუალება აკონტროლოთ როდის გსურთ შეკვეთების მიღება და როდის - არა
თქვენს მიერ შესრულებული შეკვეთების თანხა ჩაგერიცხებათ რეგისტრაციის დროს მითითებულ საბანკო ანგარიშზე, კვირაში ერთხელ
თითოეული შეკვეთის ტარიფი ითვლება ავტომატურად, პლატფორმის მიერ. ფასი დამოკიდებულია სხვადასხვა პარამეტრებზე. მათ შორის სატვირთო ავტომობილის ზომაზე, მანძილზე, ნივთების და დამხმარეების რაოდენობაზე. შეკვეთის მიღებამდე, თქვენ გექნებათ საშუალება ნახოთ დეტალები (მათ შორის ფასიც) და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება
დარწმუნდით, რომ თქვენი ავტომობილი არის სუფთა და თავისუფალია ყველაფერი ზედმეტისგან, რაც არ გჭირდებათ იმ კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად, რომელზეც მიდიხართ
RedCap არის მობილური აპლიკაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სამუშაოს შესრულების პროცესში მუდმივად გჭირდებათ ტელეფონი. დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი მობილური ინტერნეტი და ასევე ტელეფონის დამტენი
მკაცრად რეკომენდირებულია ატარებდეთ RedCap-ის ბრენდირებულ აქსესუარს (მაგალითად კეპს ან მაისურს) როდესაც მიდიხართ მომხმარებელთან. ჩვენ გვსურს ჩანდეს RedCap ლოგო მაშინ, როდესაც პროფესიონალურად ასრულებთ თქვენს მოვალეობას. ასევე, სასურველია გადაზიდვის დროს გამოიყენოთ ხელთათმანები
როდესაც იწყებთ შეკვეთას, მარშრუტი დაგეგმეთ პირდაპირ მომხმარებლის ადგილსამყოფელისკენ. როგორც თქვენ, ისევე ავტომობილი უნდა გამოიყურებოდეს სუფთად და პროფესიონალურად. მომხმარებელთან იყავით თავაზიანი და მეგობრული. სამუშაოს დაწყებამდე გაიგეთ, ხომ არ აქვს რაიმე სპეციალური მოთხოვნა. ასევე, გადაზიდვის დაწყებამდე დაადოკუმენტირეთ დაზიანებები, რომელიც აღენიშნება გადასატან ნივთებს
სამუშაოს მიმდინარეობისას ნებისმიერი გაუთვალისწინებელი შემთხვევის დროს უნდა შეინარჩუნოთ აბსოლუტური სიმშვიდე და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ RedCap-ის ოპერატორს. ჩვენ მოვაგვარებთ ნებისმიერ პრობლემას მომხმარებელთან
ზევით ჩამოთვლილი ინსტრუქციების არ გათვალისწინების შემთხვევაში, RedCap იტოვებს უფლებას, დაბლოკოს მძღოლის ანგარიში და მოახდინოს მისთვის ჩასარიცხი ანაზღაურების შეყოვნება ან დაქვითვა