კონფიდენციალურობის პოლიტიკა მომხმარებლებისთვის
Redcap (კომპანიის რეგისტრაციის ნომერი 432549290), რომელიც მდებარეობს მისამართზე: 51 საირმის ქუჩა, თბილისი, საქართველო, წარმოადგენს მომხმარებლების პირადი მონაცემების მაკონტროლებელს.
ტერმინი "ჩვენ" ეხება Redcap-ის აპლიკაციის მფლობელს, შპს “მუვერს”, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაარსდა საქართველოში.
1. ჩვენს მიერ დამუშავებული პირადი მონაცემები
- სახელი/გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- მომხმარებელთა გეოლოკაცია, მომსახურების დრო და დანიშნულების ადგილები.
- გადახდის ინფორმაცია.
- ინფორმაცია დავების შესახებ.
- მოწყობილობის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელზეც დაინსტალირდა Redcap აპლიკაცია.
2. დამუშავების მიზანი
- ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ პირად მონაცემებს მომხმარებლების მძღოლებთან დაკავშირების მიზნით, რათა დავეხმაროთ მათ უფრო ეფექტურად მიიღონ მომსახურება.
- ჩვენს მიერ ხორციელდება მომხმარებლების გეოლოკაციის მონაცემების და ტელეფონის ნომრების განთავსება მძღოლებისთვის, რათა მოხერხდეს მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაცია. გეოლოკაციის მონაცემთა შეგროვება მხოლოდ მაშინ, როდესაც აპლიკაცია Redcap გააქტიურებულია. გეოლოკაციური მონაცემების შეგროვება შეწყდება Redcap აპლიკაციის დახურვის შემდეგ. ზოგიერთ ქვეყანაში მძღოლები ვერ ხედავენ მომხმარებლების ტელეფონის ნომრებს; მძღოლი ხედავს მთელ რიგ სხვა ნომერს, რომელიც დროებით ახდენს გადართვას მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე და მძღოლს და მომხმარებელს კომუნიკაციის საშუალებას აძლევს.
- შესაძლებელია გამოვიყენოთ გეოლოკაციური მონაცემები სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებული ხარისხის საკითხების მოსაგვარებლად.
- ჩვენ ვიყენებთ საკონტაქტო მონაცემებს მომხმარებლებისთვის Redcap-ის აპლიკაციის განახლების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
- ვაგროვებთ მონაცემებს მძღოლებისა და მომხმარებლების მიერ შერჩეული მარშრუტების შესახებ, რათა ვუზრუნველყოთ გეოგრაფიული დაფარვის ანალიზი და მძღოლებს ყველაზე ეფექტური მარშრუტების შესახებ მივაწოდოთ რეკომენდაციები.
- თქვენი სახელი, ტელეფონის ნომერი და ელექტრონული ფოსტა იქნება გამოყენებული თქვენთან კომუნიკაციისთვის.
- სატრანსპორტო მომსახურებისთვის ჩვენ ვიღებთ გადახდის რეკვიზიტებს მომხმარებელთა გადახდების დამუშავების მიზნით მძღოლების სახელით.
- მომხმარებელთა მხარდაჭერის მონაცემები გროვდება თითოეულ შემთხვევაში და ინახება დავების და მომსახურების ხარისხის საკითხების გადაწყვეტის მიზნით.
3. სამართლებრივი საფუძველი
- პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება მომხმარებლებთან კონტრაქტით გათვალისწინებული მომსახურების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ Redcap-ის აპლიკაციის ინსტალაციისა და გამოყენების დროს მომხმარებელთა მიერ წარდგენილ პერსონალურ მონაცემებს. Redcap მომსახურების გამოყენების წინაპირობაა მომხმარებელთა თანხმობა საიდენტიფიკაციო და გეოლოკაციის მონაცემების დამუშავების თაობაზე.
- პერსონალური მონაცემები შეიძლება ასევე დამუშავებული იქნას ლეგიტიმური ინტერესის საფუძველზე, მაგალითად, თაღლითური გადასახადების გამოძიებისა და გამოვლენის მიზნით.
4. მიმღები პირები
- მომხმარებლების პირადი მონაცემები გამჟღავნებულია მხოლოდ მძღოლისთვის, რომელსაც გააქტიურებული აქვს Redcap-ის აპლიკაცია; ასეთ შემთხვევაში, მძღოლი დაინახავს სახელს, ტელეფონის ნომერს (ზოგიერთ ქვეყანაში ნომერი შენიღბულია) და მომხმარებლის გეოლოკაციურ მონაცემებს.
- სატრანსპორტო მომსახურების მიწოდების შემდეგ, მომხმარებლის სახელი და ტელეფონის ნომერი (ზოგიერთ ქვეყანაში შენიღბული ნომერი) ხილული დარჩება 24 საათის განმავლობაში. ეს აუცილებელია მძღოლებისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად, მაგ. მომხმარებელს დაუკავშირდებიან, თუ მანქანაში რაიმე დარჩება.
- მომსახურების ხარისხის შესახებ მომხმარებლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ანონიმურია და მძღოლები ვერ მიიღებენ ინფორმაციას იმ მომხმარებლების სახელების და ტელეფონის ნომრების შესახებ, რომლებმაც შეაფასეს ისინი.
- მომხმარებლის ადგილსამყოფელის მიხედვით, პერსონალური მონაცემები შეიძლება გაეცნოს Redecap ჯგუფის კომპანიებსა და პარტნიორებს (ადგილობრივი შვილობილი კომპანიები, წარმომადგენლები, შვილობილი კომპანიები, აგენტები და ა.შ.). Redcap ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების მიერ პირადი მონაცემების დამუშავება მოხდება წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულებაში დადგენილი პირობების შესაბამისად.
5. უსაფრთხოება და წვდომა
- მომსახურების მიწოდებისას შეგროვებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი გადაეცემა და ინახება DigitalOcean LLC-ის მონაცემთა ცენტრებში, რომლებიც განთავსებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე. Redcap ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების მხოლოდ უფლებამოსილ თანამშრომლებს ენიჭებათ წვდომა პერსონალურ მონაცემებზე და მათ შეუძლიათ მონაცემებზე წვდომა სერვისების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით (მათ შორის სატრანსპორტო მომსახურების შესახებ).
- Redcap ჯგუფის კომპანიებსა და პარტნიორებს შეუძლიათ მიიღონ პერსონალური მონაცემები იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ეს აუცილებელია შესაბამისი ქვეყნის მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის
- გეოლოკაციური მონაცემები მუშავდება ანონიმური ფორმით და პერსონალიზებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მონაცემები საჭიროა მომხმარებელთან დასაკავშირებლად თაღლითობასთან დაკავშირებული დავების მოსაგვარებლად.
- კვლევისა და სამეცნიერო მიზნებისათვის, მონაცემები გამოიყენება არაიდენტიფიცირებული (ანონიმური) ფორმით.
6. წვდომა და კორექტირება
- თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა და მათი განახლება შეგიძლიათ Redcap აპლიკაციის მეშვეობით.
7. შენახვა
- თქვენი პირადი მონაცემები ინახება მანამ, საბამ აქტიური ანგარიში გაქვთ. თუ თქვენი ანგარიში დახურულია, მონაცემები (წინამდებარე პარაგრაფში მითითებული პოლიტიკის შესაბამისად) მონაცემთა ბაზებიდან წაიშლება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი მონაცემები შენახული უნდა იყოს საბუღალტრო დავების გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
- ფინანსური მონაცემები მომხმარებელთათვის მიწოდებული სატრანსპორტო მომსახურების შესახებ ინახება ბოლო მომსახურების დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში.
- სააღრიცხვო მიზნებისთვის საჭირო მონაცემები ინახება 7 წლის განმავლობაში უკანასკნელი სარგებლობის შემდეგ.
- იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულის, გაყალბებული ან თაღლითური ინფორმაციის წარდგენის ეჭვი, მონაცემები ინახება 10 წლის განმავლობაში.
- საგადახდო დავების შემთხვევაში, მონაცემები შენახული იქნება მანამ, სანამ დავა არ დაკმაყოფილება ან დავის ხანდაზმულობის ვადა ამოიწურება.
- მომსახურების ისტორიის მონაცემები ინახება 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მონაცემები ანონიმური გახდება.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მოწყობილობაში Redcap აპლიკაციის დეინსტალაცია არ გამოიწვევს თქვენი პირადი მონაცემების წაშლას.
- თუ Redcap აპლიკაცია 3 წლის განმავლობაში არ გამოიყენება, ჩვენ გაცნობებთ და მოგმართავთ თხოვნით, დაგვიდასტუროთ, კვლავ აქტიურია თუ არა ანგარიში. თუ პასუხი არ მიიღება, ანგარიშის დახურვა მოხდება და პირადი მონაცემები წაიშლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ასეთი მონაცემები უნდა იყოს შენახული ანგარიშგებას, დავების გადაწყვეტის ან თაღლითობის თავიდან აცილების მიზნით.
8. წაშლა
- უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პირადი მონაცემების წაშლის ნებისმიერი მოთხოვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენს ანგარიშს წავშლით. შედეგად თქვენ ვერ შეძლებთ გამოიყენოთ Redcap აპლიკაცია ანგარიშის მეშვეობით, რომელიც წაიშალა.
- ჩვენ ვუპასუხებთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილ ნებისმიერ მოთხოვნას პირადი მონაცემების წაშლის თაობაზე ერთი თვის ვადაში და განვსაზღვრავთ მონაცემების წაშლის პერიოდს.
9. პორტატულობა
- ჩვენ ვუპასუხებთ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილო ნებისმიერ მოთხოვნას პირადი მონაცემების გადაცემის თაობაზე ერთი თვის ვადაში და განვსაზღვრავთ მონაცემების გადაცემის პერიოდს. მომხმარებლის შემოწმების შემდეგ, ჩვენ მოგაწვდით თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელშიც შედის: საკონტაქტო ინფორმაცია, ბოლო 3 წლის მომსახურების ისტორია და გადახდის ინფორმაცია.
10. პირდაპირი მარკეტინგი
- მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მისამართს და / ან ტელეფონის ნომერს გამოვიყენებთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების გაგზავნის მიზნით, თუ თქვენ მოგვცემთ ამის უფლებას redcap.ge ვებსაიტის ან Redcap აპლიკაციის მეშვეობით. შეიძლება მოვახდინოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებების პერსონალიზება იმ ინფორმაციის გამოყენებით, თუ როგორ იყენებთ Redcap-ის სერვისებს (სარგებლობის სიხშირე, გადახდები).
- თუ აღარ გსურთ მიიღოთ პირდაპირი მარკეტინგული შეტყობინებები, დააჭირეთ "გაუქმების" ბმულს ჩვენი ელ-ფოსტის შეტყობინების ბოლოს ან Redcap-ის აპლიკაციის პროფილის სექციაში.
11. დავების გადაწყვეტა
- პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული დავები გადაიჭრება მომხმარებელთა მხარდაჭერის (office@redcap.ge) მეშვეობით.