წესები და პირობები მომხმარებლებისთვის
წინამდებარე ზოგადი წესები და პირობები განსაზღვრავს Redcap აპლიკაციის გამოყენებას და გამოყენების წესებს და პირობებს, რომლებიც მომხმარებლებს მძღოლებთან აკავშირებს, რათა დაეხმაროს მათ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურების მიღებაში.
ტერმინი "ჩვენ" ნიშნავს Redcap აპლიკაციის მფლობელს, შპს “მუვერს”, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომელიც დაარსდა საქართველოში (კომპანიის რეგისტრაციის ნომერი 432549290), რომლის საქმიანობის ადგილიც არის 51 საირმის ქუჩა, თბილისი. ასევე Redcap ჯგუფის კომპანიებს და პარტნიორებს (ადგილობრივი ფილიალები, წარმომადგენლები, შვილობილი კომპანიები, აგენტები და ა.შ.). Redcap ჯგუფის კომპანიებისა და პარტნიორების სია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე https://redcap.ge
Redcap აპლიკაციის გამოყენებისათვის საჭიროა რომ დაეთანხმოთ ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს.
1.Redcap აპლიკაციის გამოყენება
1.1 Redcap უზრუნველყოფს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას და არ ასრულებს სატრანსპორტო მომსახურებას. სატრანსპორტო მომსახურება უზრუნველყოფილია მძღოლების მიერ (თქვენთან გაფორმებული) კონტრაქტის საფუძველზე სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურების შესახებ. მძღოლები უზრუნველყოფენ სატრანსპორტო-ლოჯისტიკურ მომსახურებას დამოუკიდებლად (როგორც პირადად, ისე კომპანიის მეშვეობით), როგორც ეკონომიკური და პროფესიული მომსახურების მიმწოდებლები. სამომხმარებლო უფლებების, სამართლებრივი ვალდებულებების ან სატრანსპორტო მომსახურების გაწევის საკითხებთან დაკავშირებით მომხმარებლებსა და მძღოლებს შორის დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემები მძღოლებისა და მათ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურების შესახებ ხელმისაწვდომია Redcap აპლიკაციაში, ხოლო მგზავრობის ქვითრები იგზავნება მგზავრის პროფილში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.
1.2 Redcap აპლიკაციის გამოყენებისას შეგიძლიათ აირჩიოთ სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურებისათვის მძღოლისთვის პირდაპირ გადახდა, ან გამოიყენოთ Redcap აპლიკაციის მეშვეობით გადახდა. Redcap ბიზნეს-მომსახურებისთვის საფასურის გადახდა ხდება ცალკე ხელშეკრულებით. საკომისიო თანხა მოიცავს კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. საკომისიო შეიძლება შეიცავდეს სხვა საკომისიო გადასახადებს, გადასახადებს და / ან ჯარიმებს, მათ შორის დაჯავშნის მოსაკრებელს, მუნიციპალური გზებით სარგებლობისთვის დადგენილ გადასახადს, აეროპორტის მოსაკრებელს, ან ნაწილ-ნაწილ გადახდისთვის დადგენილ გადასახადს.
1.3. Redcap აპლიკაციის ინსტალაციისას, მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომერი დაკავშირებულია შესაბამისი მომხმარებლის ანგარიშთან/ექაუნთთან და ასევე, დამატებულია მონაცემთა ბაზაში. თუ აღარ იყენებთ თქვენს მობილურ ნომერს, უნდა შეატყობინოთ Redcap-ს 7 დღის ვადაში, რათა ანონიმური გავხადოთ თქვენი ანგარიშის მონაცემები. თუ ნომრის ცვლილების შესახებ არ შეგვატყობინებთ, თქვენს მობილურ ოპერატორს შეუძლია იგივე მობილური ნომრის სხვა პირისთვის გადაცემა და Redcap აპლიკაციის გამოყენებისას მას შეეძლება იხილოს თქვენი მონაცემები.
2. პრომო კოდები
2.1 Redcap უფლებამოსილია, გამოგიგზავნოთ პრომო კოდები სარეკლამო აქციის საფუძველზე. პრომო კოდი შეიძლება გამოყენებულ იქნეს სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურების საფასურის გადახდის ან / და მესამე მხარის მომსახურებასთან დაკავშირებული შეღავათის გადახდის მიზნით, პრომო კოდები ექვემდებარება ნებისმიერ დამატებით პირობებს, რომლებიც დადგენილია თითოეული პრომო კოდის საფუძველზე. პრომო კოდის ვადის გასვლის თარიღები აისახება აპლიკაციაში, როდესაც თქვენს ანგარიშზე პრომო კოდს მიუთითებთ.
2.2 თუ თქვენი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურების საფასურის თანხა გადააჭარბებს თქვენი გადაადგილეებისთვის გამოყოფილი კრედიტის ოდენობას, ბალანსი ავტომატურად დაიქვითება თქვენი ანგარიშების გადახდის მეთოდის მიხედვით. ანალოგიურად, პრომო კოდის კრედიტი ვრცელდება მხოლოდ თითო მომსახურებაზე და არ გადადის მომდევნო მომსახურებებზე, შესაბამისად, იკარგება. ერთ მომსახურებაზე შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ ერთი პრომო კოდი.
2.3 Redcap უფლებას იტოვებს, ნებისმიერ დროს გააუქმოს ნებისმიერი პრომო კოდი ნებისმიერ მიზეზით. ეს მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი გარემოებებით: თუ Redcap მიიჩნევს, რომ კოდები გამოიყენება უკანონო ან თაღლითური გზით, შეცდომით არის გაცემული, ან ვადა ამოიწურა.
თქვენ, როგორც მომხმარებელი, ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ გადახდის განხორციელება და საკმარისი სახსრების ხელმისაწვდომობა.
3. Redcap აპლიკაციით გადახდები
საკრედიტო ბარათითა და მობილური გადახდის შეთავაზებისას Redcap მოქმედებს როგორც ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერების ფინანსური აგენტი, Redcap აპლიკაციის შიგნით გადახდების შუალედურ რგოლად ყოფნით. ტრანსპორტირების მომხმარებლის ვალდებულება ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერის მიმართ უნდა იქნას მიჩნეული დასრულებულად იმ დროიდან როცა ანგარიშსწორების შეკვეთა მოხდება Redcap ბანკის ანგარიშზე. თქვენ, როგორც მომხმარებელი, ვალდებული ხართ, უზრუნველყოთ გადახდის განხორციელება და საკმარისი სახსრების ხელმისაწვდომობა.
3.2. საკრედიტო ბარათით და მობილური გადახდისას Redcap გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას მძღოლთან. Redcap-მა შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დეტალები გადახდის მეთოდის დასამოწმებლად.
3.3 Redcap აპლიკაციის მეშვეობით სატრანსპორტო მომსახურებისთვის გადახდასთან დაკავშირებული გადასახადების მიღებისას, Redcap არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ხარჯების ანაზღაურებაზე (მობილური ოპერატორები, საბანკო გადასახადი და ა.შ.). ამ სერვისების პროვაიდერებს შეუძლიათ დაგაკისროთ დამატებითი გადასახადები Redcap აპლიკაციით გადახდასთან დაკავშირებით. Redcap-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ასეთ გადასახადებზე და პასუხისმგებლობას იხსნის აღნიშნულთან დაკავშირებით. თქვენს მიერ გამოყენებული გადახდის მეთოდი შესაძლოა დაექვემდებაროს შესაბამისი მესამე მხარის გადახდის მომსახურების პროვაიდერის დამატებით პირობებს; გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე პირობებს თქვენი გადახდის მეთოდის გამოყენებამდე.
3.4. Redcap პასუხისმგებელი იქნება საკრედიტო ბარათით გადახდის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით და ბარათის მფლობელებს შესთავაზოს მხარდაჭერა პრობლემების გადაჭრაში. საკრედიტო ბარათებითა და მობილურ გადახდებთან დაკავშირებულ დავებზე გადაწყვეტილების მიღება შესაძლოა მოხდეს Redcap-ის გავლით. საკრედიტო ბარათითა და მობილური გადახდის Redcap მხარდამჭერი ჯგუფის საკონტაქტო მონაცემებია: office@redcap.ge ელექტრონული ფოსტის, ან აპლიკაციის მეშვეობით შემოსულ განაცხადზე პასუხის მიღება ხდება ერთ სამუშაო დღეში. Redcap გადაჭრის საკრედიტო ბარათებთან და მობილურ გადახდასთან დაკავშირებული ყველა პრობლემას ორი სამუშაო დღის განმავლობაში.
4. ტრანსპორტირების გამოძახება და გამოძახების გაუქმება
4.1. თუ Redcap აპლიკაციის მომხმარებელი უკვეთავს ტრანსპორტირების და ტრანსპორტირების მძღოლი უდასტურებს მიღებას, მაშინ ეს მიიჩნეულია, როგორც დადასტურებული შეკვეთა.
4.2 როდესაც მძღოლი თანხმობას განაცხადებს თქვენს ტრანსპორტირებაზე, ცალკე ხელშეკრულებას გააფორმებთ მძღოლთან მგზავრობასთან დაკავშირებული პირობებით, რომლებსაც მძღოლთან შეათანხმებთ. Redcap არ ასრულებს ტრანსპორტირებას და იგი არ წარმოადგენს მხარეს თქვენს და მძღოლს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
4.3. შეკვეთის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ მძღოლმა მიიღო თქვენი მოთხოვნა მომსახურების გაწევის შესახებ, თქვენ კი ეს მოთხოვნა მოგვიანებით უარყავით, გააუქმეთ ან უარი თქვით. როდესაც მომსახურების მიღების მოთხოვნას გააუქმებთ გარკვეული პერიოდის შემდეგ, თქვენ უნდა გადაიხადოთ Redcap აპლიკაციაში მითითებული გაუქმების საფასური.
4.4. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, რომ მომხმარებელს გავუუქმოთ აპლიკაციის გამოყენების უფლება, თუ მომხმარებელს 24 საათის განმავლობაში გაუქმებული აქვს რამდენიმე დადასტურებული შეკვეთა. მსგავსი რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ, მომხმარებლისთვის Redcap აპლიკაციის გამოყენების შეზღუდვა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. აღნიშნული პერიოდის შემდეგ შეიძლება მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის გააქტიურება და თქვენი განცხადება განიხილება Redcap -ის მიერ.
4.5 როდესაც მძღოლი ატყობინებს მომხმარებელს ავტომანქანის დანიშნულების ადგილზე მისვლის შესახებ და იმის შესახებ, რომ მომხმარებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ გამოცხადდა ავტომანქანასთან მოთხოვნა ჩაითვლება გაუქმებულად. ზოგ შემთხვევაში მძღოლმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება თქვენი მოთხოვნის გაუქმების შესახებ. გაითვალისწინეთ, რომ ასეთ შემთხვევაში Redcap -ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა.
4.6 როდესაც მძღოლი ადგილზე გამოცხადდება და შეტყობინებას გიგზავნით აღნიშნულის შესახებ, Redcap აპლიკაციამ შესაძლოა დაიწყოს გადასახადის დარიცხვა მოლოდინის დროისთვის, Redcap აპლიკაციაში განსაზღვრული ტარიფების შესაბამისად.
4.7 იმ შემთხვევაში, თუ მოითხოვეთ ტრანსპორტის მომსახურება Redcap აპლიკაციის გამოყენებით და ზიანი მიაყენეთ მძღოლის ავტომანქანას ან მის დეტალებს (მაგ. ავტომანქანის დაზიანება ან დალაქავება, ან ავტომანქანაში არასასიამოვნო სუნის წარმოქმნა), მძღოლი უფლებამოსილი იქნება, მოგთხოვოთ 50 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა და კომპენსაცია, თუ ზიანის ოდენობა აღემატება ჯარიმის ოდენობას. თუ ჯარიმას არ გადაიხდით და/ან არ აანაზღაურებთ ზარალს, Redcap უფლებამოსილია, საჩივარი შეიტანოს სატრანსპორტო მომსახურების პროვაიდერის სახელით.
5. Redcap აპლიკაციის გამოყენების ნებართვა
5.1 თუ დაიცავთ წინამდებარე ზოგად პირობებს, თანხმობას ვაცხადებთ, მოგანიჭოთ Redcap აპლიკაციაზე წვდომის და სარგებლობის უსასყიდლო, შექცევადი, არა-ექსკლუზიური უფლება წინამდებარე ზოგადი პირობების, კონფიდენციალურობის შეტყობინების და აპლიკაციის მოქმედი პირობების შესაბამისად. უფლება არ გაქვთ, გადასცეთ ან ქვე-ლიცენზია გასცეთ Redcap აპლიკაციის გამოყენების უფლებაზე. იმ შემთხვევაში, თუ Redcap აპლიკაციით სარგებლობის უფლება გაგიუქმდებათ, ავტომატურად გაუქმდება შესაბამისი არა-ექსკლუზიური ლიცენზიაც.
6. პასუხისმგებლობა
6.1 რადგან Redcap აპლიკაცია წარმოადგენს საინფორმაციო საზოგადოების სერვისს (კომუნიკაციის საშუალება) მომხმარებლებს და მძღოლებს შორის, არ შეგვიძლია გარანტია გავცეთ, ან პასუხისმგებლობა ავიღოთ სატრანსპორტო მომსახურების დროს ხარისხზე ან დეფექტების არარსებობაზე. რადგან Redcap აპლიკაციით სარგებლობა სატრანსპორტო მომსახურების მოთხოვნის მიზნით დამოკიდებულია მძღოლების ქცევაზე, Redcap გარანტიას არ იძლევა, რომ ყოველთვის გექნებათ სატრანსპორტო მომსახურების გაწევის შემოთავაზება.
6.2 Redcap აპლიკაცია არ გთავაზობთ ან არ ასრულებს საბროკერო მომსახურებას მომხმარებლებისთვის სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურების გაწევის მიზნით. იგი არ წარმოადგენს სატრანსპორტო სააგენტოს, რომელიც ტრანსპორტირების პროვაიდერებისთვის მომხმარებლების მოძიებას უზრუნველყოფს. Redcap აპლიკაცია გამოიყენება როგორც სატრანსპორტო-ლოჯისტიკური მომსახურების ორგანიზების საშუალება.
6.3 თანხის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია ამგვარი მოთხოვნა განახორციელოს მომსახურების მიღებიდან არაუგვიანეს 1 საათის განმავლობაში (office@redcap.ge). მოთხოვნა განხილული იქნება Redcap-ის ადმინისტრაციის მიერ არაუგვიანეს 24 საათის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მომსახურების არაჯეროვანი მიწოდება, თანხა კლიენტთან დაბრუნდება იმავე გადახდის მეთოდის საშუალებით, რითიც განხორციელებული ანგარიშსწორება. სატრანსპორტო სამსახურისგან თანხის დაბრუნების მოთხოვნა არ გამოიწვევს თქვენს გასვლას ხელშეკრულებიდან, რომლის ფარგლებშიც მოხდა სატრანსპორტო მომსახურების შეკვეთა.
6.4 Redcap აპლიკაცია მოწოდებულია ,,მზა" და ,,უცვლელი" სახით. Redcap არ აცხადებს, არ იძლევა გარანტიას, რომ Redcap აპლიკაციაზე წვდომა უწყვეტი ან შეცდომისგან დაცული იქნება. პროგრამულ უზრუნველყოფაში დაფიქსირებული ხარვეზების შემთხვევაში ვეცდებით მის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღმოფხვრას, მაგრამ გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აპლიკაციის ფუნქციონირება შესაძლოა შეზღუდული იყოს შემთხვევითი ტექნიკური პრობლემების გამო და არ შეგვიძლია იმის გარანტირება, რომ აპლიკაცია ყოველთვის იმუშავებს, მაგალითად, საზოგადო საგანგებო მდგომარეობამ შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების შეფერხება.
6.5 Redcap, მისი წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ აგებენ პასუხს Redcap აპლიკაციით სარგებლობის, Redcap აპლიკაციით შეთანხმებული მომსახურების შედეგად თქვენს მიერ განცდილ ზიანზე ან ზარალზე, მათ შორის: პირდაპირი ან ირიბი ქონებრივი ან ფულადი ზარალი; მოგების, კონტრაქტების, კონტაქტების, რეპუტაციის დაკარგვა; ასევე ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის შედეგად განცდილი ზარალი; მონაცემების დაკარგვის, ან უზუსტობის შედეგად განცდილი ზიანი, ნებისმიერი სხვა სახის ზიანი.
6.6 თანხმობას აცხადებთ, სრულად აუნაზღაუროთ ზარალი და დაიცვათ Reecap, მათი ფილიალი კომპანიები, წარმომადგენლები, თანამშრომლები და დირექტორები ნებისმიერი სახის საჩივრისგან ან დანაკარგისგან (მათ შორის ნებისმიერი სახის პასუხისმგებლობისგან, ზიანისგან, ზარალისგან), რომელიც შესაძლოა მიადგეს მათ თქვენს მიერ Redcap აპლიკაციის გამოყენების შედეგად (მათ შორის მგზავრობები, რომლებიც Redcap აპლიკაციის მეშვეობით განახორციელეთ).
6.7 Redcap უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ შეგიწყვიტოთ Redcap აპლიკაციით სარგებლობის უფლება, თუ დაარღვევთ წინამდებარე პირობებს ან საჭიროდ ჩავთვლით Redcap ერთიანობის ან მძღოლების უსაფრთხოებისთვის.
7. Redcap აპლიკაციის გამოყენების კარგი პრაქტიკა
7.1 ვინაიდან Redcap არ არის პროვაიდერი, ან ტრანსპორტირების სერვისის ბროკერი, ნებისმიერი სადავო საკითხი ტრანსპორტირების სერვისის დეფექტებთან ან ხარისხთან დაკავშირებით უნდა მოგვარდეს ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერის ან სხვა რელევანტური სამეთვალყურეო ორგანოს წესებისა და რეგულაციების მიხედვით.
7.2 ჩვენ ვითხოვთ უკუკავშირის ფორმის შევსებას Redcap აპლიკაციაში. ეს საშუალებას გვაძლევს ტრანსპორტირების სერვისის პროვაიდერებს მივაწოდოთ შეთავაზებები მათი სერვისის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
7.3 ჩვენ თქვენგან მოველით, რომ ბოროტად არ გამოიყენებთ Redcap აპლიკაციას და თავაზიანები იქნებით ტრანსპორტირების მძღოლების მიმართ, რომლებიც გთავაზობენ თავიანთ სერვისს Redcap-ს მეშვეობით. Redcap უფლებას იტოვებს, დახუროს თქვენი ანგარიში, თუ დაარღვევთ წინამდებარე ზოგად პირობებს ან თუ თქვენი საქმიანობა საზიანოა, ე.ი. ხელს უშლის ანგარიშსწორებას სატრანსპორტო მომსახურებისთვის. ასეთ შემთხვევაში თქვენი Redcap აპლიკაციის ანგარიში გაუქმდება წინასწარი შეტყობინების გარეშე.
7.4 Redcap ყველანაირად ეცდება, რომ მხოლოდ იმ მძღოლებმა გამოიყენონ Redcap-ის აპლიკაცია, რომლებიც თავაზიანი არიან მომხმარებლისა და საკუთარი პროფესიის მიმართ. თუმცა, ჩვენ არ შეგვიძლია უზრუნველვყოთ Redcap-ის აპლიკაციის მეშვეობით გაერთიანებული ტრანსპორტირების სერვისის თითოეული პროვაიდერის მიერ ზემოთ მოცემული კრიტერიუმის დაკმაყოფილება ნებისმიერ დროს. თუ თქვენ შენიშნავთ ხარვეზებს ტრანსპორტირების პროვაიდერის მხრიდან, გთხოვთ, შეატყობინოთ სერვისზე პასუხისმგებელ კომპანიას, ზედამხედველ ორგანოს ან ჩვენს მხარდამჭერ ჯგუფს.
8. შესწორებების შეტანა ზოგად პირობებში
8.1 ზოგად პირობებში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში შეტყობინებას მიიღებთ ელ-ფოსტით ან Redcap აპლიკაციით. თუ გააგრძელებთ Redcap აპლიკაციით სარგებლობას, მიიჩნევა, რომ თანხმდებით შესწორებებს.
9. საბოლოო დებულებები
ზოგადი პირობები რეგულირდება, შექმნილია და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ ზოგად პირობებთან ან ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავა ვერ გადაწყდება მოლაპარაკებების გზით, დავა საბოლოოდ მოგვარდება სასამართლოს მიერ. იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი დებულებების რომელიმე დებულება ბათილად იქნება ცნობილი, მხარეები ჩაანაცვლებენ მას მიახლოვებით იმავე მიზნის და ეკონომიკური ეფექტის მქონე დებულებით.
ზოგადი პირობების ძალაში შესვლის თარიღი: 18.09.2020